როგორ მუშაობს


აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად. 

 

 

აქუამა მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ორგანიზმის „გამოცდილება“ უსაფრთხო საწმენდი და სადეზინფექციო ალტერნატივის შესაქმნელად გამოიყენა და ელექტროლიზის პორტატულ მოწყობილობაში გადატანით, უძველესი ქიმიური პროცესი თანამედროვედ გადაიაზრა.

კომპანია 2013 წელს, შვეიცარიაში დაფუძნდა და 2020 წლამდე, ძრავი უფრო და უფრო იხვეწებოდა. შედეგად, მივიღეთ უმაღლესი ხარისხის ინოვაციური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც, ღილაკზე თითის დაჭერით, მარტივად წამოიწყებთ ელექტროლიზის პროცესს და ეფექტურ, მრავალმხრივი გამოყენების საწმენდ და სადეზინფექციო ხსნარს დაამზადებთ.


მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია

აქუამას გამოყენება შეგიძლია წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზედაპირის, ზონისა თუ ნივთის წმენდისა და დეზინფექციისთვის. ასევე, ხელის დეზინფექციისთვის. 

მოწყობილობას 2 რეჟიმი აქვს:

  • საწმენდი;
  • სადეზინფექციო.

ხსნარის დასამზადებლად, დაგჭირდება წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი) და ქიმიურად სუფთა მარილი. 

საწმენდი სითხის დამზადებისა და გამოყენების ინსტრუქცია

  1. მოხსენი მოწყობილობას თავსახური მარცხნიდან მარჯვნივ;
  2. მოწყობილობაში ჩაასხი 200 მლ. წყალი;
  3. ჩაყარე 1 გრ. მარილი სპეციალური კოვზით;
  4. დაახურე თავსახური და შეანჯღრიე 4-5-ჯერ, რომ მარილი სრულად გაიხსნას წყალში;
  5. მსუბუქად შეეხე ჩართვის ღილაკს ერთხელ, 3 წამის განმავლობაში და დაელოდე ლურჯი ნათურის ანთებას; 
  6. ხსნარის დამზადების პროცესის დაწყებას მოწყობილობა მოკლე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეგატყობინებს 
  7. 3 წუთში საწმენდი სითხე მზად იქნება, სისტემა ავტომატურად გამოირთვება და ჩაქრება ლურჯი ნათურა;
  8. გამოყენებამდე, 3-ჯერ დააჭირე თავსახურის ღილაკს რეზერვუარის შესავსებად, გადმოაბრუნე მოწყობილობა თავდაყირა, შემდეგ კი, გამოიყენე სურვილისამებრ;
  9. შედარებით დიდი ფართობის (მაგალითად, იატაკის) გასაწმენდად, მიღებული ხსნარი გააზავე წყალში. 

დოზა იატაკის გასაწმენდად: 1:1 (სასურველ ჭურჭელში მოათავსე წყალი და აქუამას ხსნარი თანაბარი პროპორციით) 

  1. მინის, მათ შორის, ფანჯრების გასაწმენდად, მიღებული ხსნარი გააზავე წყალში. 

დოზა მინის/ფანჯრების გასაწმენდად: 1:2 (სასურველ ჭურჭელში, აქუამას ხსნართან ერთად, მოათავსე ხსნარზე ორჯერ მეტი ოდენობის წყალი)

სადეზინფექციო სითხის დამზადებისა და გამოყენების ინსტრუქცია

  1. მოხსენი მოწყობილობას თავსახური მარცხნიდან მარჯვნივ;
  2. მოწყობილობაში ჩაასხი 200 მლ. წყალი;
  3. ჩაყარე 2 გრ. მარილი სპეციალური კოვზით;
  4. დაახურე თავსახური და შეანჯღრიე 4-5-ჯერ, რომ მარილი სრულად გაიხსნას წყალში;
  5. მსუბუქად შეეხე ჩართვის ღილაკს ოთხჯერ, 3-3 წამის განმავლობაში და დაელოდე ლურჯი ნათურის ანთებას; 
  6. ხსნარის დამზადების პროცესის დაწყებას მოწყობილობა მოკლე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეგატყობინებს; 
  7. 12 წუთში საწმენდი სითხე მზად იქნება, სისტემა ავტომატურად გამოირთვება და ჩაქრება ლურჯი ნათურა;
  8. გამოყენებამდე, 3-ჯერ დააჭირე თავსახურის ღილაკს რეზერვუარის შესავსებად, გადმოაბრუნე მოწყობილობა თავდაყირა, შემდეგ კი, გამოიყენე სურვილისამებრ.
  9. შედარებით დიდი ფართობის (მაგალითად, იატაკის) დეზინფექციისთვის, მიღებული ხსნარი გააზავე წყალში. 

დოზა იატაკის დეზინფექციისთვის: 1:1 (სასურველ ჭურჭელში მოათავსე წყალი და აქუამას ხსნარი თანაბარი პროპორციით). 

  1. მინის, მათ შორის, ფანჯრების დეზინფექციისთვის, მიღებული ხსნარი გააზავე წყალში. 

დოზა მინის/ფანჯრების დეზინფექციისთვის: 1:2 (სასურველ ჭურჭელში, აქუამას ხსნართან ერთად, მოათავსე ხსნარზე ორჯერ მეტი ოდენობის წყალი).

რეკომენდაციები 

  • მეტი ეფექტურობისთვის, ეცადე მიღებული ხსნარი მალევე გამოიყენო. საწმენდი ხსნარი ეფექტურობას ერთი კვირის, სადეზინფექციო კი — ერთი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს; ერთი დღის გასვლის შემდეგ, შეგიძლია გაააქტიურო გამოუყენებელი სადეზინფექციო ხსნარი მოწყობილობის ხელახლა ჩართვით. მარილის დამატება საჭირო არ არის. 
  • შეგიძლია ხსნარი ხანმოკლე ვადით ჩაასხა მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებში და მოათავსო ბნელ ადგილას;
  • ხსნარის დამზადების პროცესში, არ შეეხო ჩამრთველს, რათა არ მოახდინო გავლენა ხსნარის ხარისხზე;
  • ხსნარის დამზადების პროცესში, არ გამოიყენო მოწყობილობა წმენდისა და დეზინფექციისთვის;
  • ხსნარის ნაკადის უწყვეტად გამოფრქვევისთვის, დააჭირე შესხურების ღილაკს რამდენიმე წამის განმავლობაში;
  • წმენდის დროს არ მოათავსო მოწყობილობის ძირი (ძრავის ნაწილი) წყალში. არ დადო ცეცხლის წყაროსთან ან მიკროტალღურ ღუმელთან, არ მოათავსო გასათბობად ქვაბში, ელექტრო გაზქურაში, წყლის ბოთლში და ა.შ.;
  • შესასხურებელში არ ჩაასხა 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი;
  • გაითვალისწინე, რომ წარმოების პროცესში, ხსნარში შეიძლება წარმოიშვას ყვითელი ფლოქულენტური ნალექი, რადგან წყალი შეიცავს რკინას.
  • ხსნარის დასამზადებლად, არ გამოიყენო საკვები მარილი;
  • მიღებული სითხის დალევა არაა სასურველი. მიაქციე ყურადღება ბავშვებს, რომ არ დალიონ ხსნარი;
  • ხსნარის დამზადების პროცესში, წარმოიქმნება წყალბადი ძალიან მცირე რაოდენობით. დამზადების დროს, მოათავსე მოწყობილობა ნაკლებად მტვრიან, განიავებულ ადგილას. 
  • გაითვალისწინე, რომ ლითონებზე გამოყენების შემთხვევაში, ხსნარმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მათი ჟანგვა; 
  • ფერადი ქსოვილის წმენდისთვის, გამოიყენე ხსნარი, რომელიც მზადდება 1 გრამი მარილითა და ღილაკზე თითის ერთხელ დაჭერით. 
  • არ გამოიყენო აბრეშუმის ქსოვილის დეზინფექციისთვის.