ხშირად დასმული კითხვები

#1 რამდენად უსაფრთხოა აქუამას მეშვეობით დამზადებული ხსნარი ბავშვებისთვის?

აქუამა სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. მოწყობილობა დასუფთავებისა და დეზინფექციის ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტრონერგიის გამოყენებით ამზადებს. არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქლორამინს და არცერთ სხვა საზიანო ელემენტს. 

პროდუქტის უსაფრთხოება დამტკიცებული და სერტიფიცირებულია შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ. 

#2 რამდენად უსაფრთხოა აქუამას მეშვეობით დამზადებული ხსნარი ცხოველებისთვის?

აქუამა სრულიად უსაფრთხოა ცხოველებისთვის. მოწყობილობა დასუფთავებისა და დეზინფექციის ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტრონერგიის გამოყენებით ამზადებს. არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქლორამინს და არცერთ სხვა საზიანო ელემენტს. 

პროდუქტის უსაფრთხოება დამტკიცებული და სერტიფიცირებულია შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ.

#3 ხსნარის დასამზადებლად სუფრის მარილის გამოყენება შეიძლება?

არა, ხსნარის დასამზადებლად, უნდა გამოიყენო სუფთა მარილი. სუფრის მარილის გამოყენების შემთხვევაში მიღებული ხსნარი არ იქნება ეფექტური. 

შვეიცარიის ლაბორატორიაში შემოწმებული სუფთა მარილი შეგიძლია ონლაინ შეიძინო ჩვენს ვებგვერდზე. ასევე, შეგიძლია დაგვიკავშირდე ნომერზე — 595 22 77 66 და შეუკვეთო პროდუქტი ჩვენი გაყიდვების წარმომადგენელს. 

#4 სად შევიძენ სუფთა მარილს აქუამას მეშვეობით ხსნარის დასამზადებლად?

შვეიცარიის ლაბორატორიაში შემოწმებული სუფთა მარილი შეგიძლია ონლაინ შეიძინო ჩვენს ვებგვერდზე. ასევე, შეგიძლია დაგვიკავშირდე ნომერზე — 595 22 77 66 და შეუკვეთო პროდუქტი ჩვენი გაყიდვების წარმომადგენელს. 

#5 სჭირდება თუ არა ხსნარს წყალში გაზავება?

შედარებით დიდი ფართობის დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის, ასევე, მინის ზედაპირების, მათ შორის, ფანჯრების საწმენდად, სასურველია, ხსნარი გააზავო წყალში. 

დოზა იატაკის გასაწმენდად: 1:1 (სასურველ ჭურჭელში მოათავსე წყალი და აქუამას ხსნარი თანაბარი პროპორციით). 

დოზა მინის/ფანჯრების გასაწმენდად: 1:2 (სასურველ ჭურჭელში, აქუამას ხსნართან ერთად, მოათავსე ხსნარზე ორჯერ მეტი ოდენობის წყალი).

#6 როგორ მოვიქცე, თუ გამოყენებისას შემთხვევით დავაჭერ ჩართვის ღილაკს?

განმეორებით დააჭირე ღილაკს მსუბუქად, 3 წამის განმავლობაში და მოწყობილობა გამოირთვება.

#7 როგორ მოვიქცე, თუ მოწყობილობა არ ირთვება ჩართვის ღილაკზე დაჭერის დროს?

დააჭირე ღილაკს მსუბუქად, 3 წამის განმავლობაში. თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, მოწყობილობა დასატენი იყოს. შეაერთე დასამუხტად და გამოიყენე დატენვის შემდეგ. 

#8 თუ მოწყობილობა დასატენია, რამდენ ხანში შევძლებ ხსნარის დამზადებას?

თუ მოწყობილობა დასატენია და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ გჭირდება, შეგიძლია რამდენიმე წუთით შეაერთო დასატენად, რის შემდეგაც, ხსნარის ერთჯერადად დამზადებას შეძლებ.

#9 შეიძლება თუ არა მოწყობილობის კორპუსის გარეცხვა?

კი, შეიძლება. მოხსენი თავსახური მოწყობილობას და გამოავლე სუფთა წყალი კორპუსის შიდა ნაწილს. თუ მოწყობილობის შიდა გარსზე შენიშნავ ნადებს, გარეცხე ძმრით. გაითვალისწინე, რომ არ შეიძლება მოწყობილობის ძირის (ძრავის ნაწილის) გარეცხვა.

#10 რამდენ ხანს ინარჩუნებს დამზადებული ხსნარი ეფექტურობას?

საწმენდი ხსნარი ეფექტურობას ერთი კვირის, სადეზინფექციო კი — ერთი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს. ერთი დღის გასვლის შემდეგ, შეგიძლია გაააქტიურო გამოუყენებელი სადეზინფექციო ხსნარი მოწყობილობის ხელახლა ჩართვით. მარილის დამატება საჭირო არ არის. 

თუმცა, მეტი ეფექტურობისთვის, ეცადე მიღებული ხსნარი მალევე გამოიყენო.