აქუამა ყოველდღიურობაში

სამზარეულოს დასუფთავება
აქუამას გამოყენებით, შეგიძლია გაწმინდო სამზარეულოს ავეჯი, გაზქურისა და გამწოვის ზედაპირები, მაცივრის შიდა და გარე ნაწილები, სამზარეულოს ნიჟარა, კაფელი თუ მეტლახი.
ხსნარი ეფექტურად უმკლავდება ცხიმს და აქრობს უსიამოვნო სუნს (მაგალითად, მაცივრიდან და ნაგვის ურნიდან).

ბოსტნეულის და ხილის გასუფთავება
ეფექტურია ხილ-ბოსტნეულის წმენდისა და დეზინფექციისთვის — ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს. ხსნარით გაწმენდის შემდეგ, გადაავლე წყალი ხილ-ბოსტნეულს მარილის მოსაშორებლად.

ხელების დეზინფექცია
შეგიძლია გამოიყენო ხელების დეზინფექციისთვის — ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს. ამავდროულად, არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

ბავშვის ნივთების წმენდა და დეზინფექცია
აქუამას ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. შეგიძლია გამოიყენო შენი შვილის საწოვარას, საკვები ბოთლებისა თუ სათამაშოების გასაწმენდად და სადეზინფექციოდ.

ცხოველის აქსესუარების წმენდა
ხსნარი სრულიად უსაფრთხოა შენი ოთხფეხა მეგობრისთვის. ამიტომ შეგიძლია მშვიდად გაუწმინდო და გაუკეთო დეზინფექცია მის სათამაშოებსა თუ აქსესუარებს.

სააბაზანოს წმენდა
აქუამას ხსნარი ეფექტურია სააბაზანოს ნებისმიერი კუთხისა თუ დეტალის გასასუფთავებლად. შეგიძლია გაწმინდო და დეზინფექცია გაუკეთო აბაზანას, საშხაპეს, ნიჟარას, კაფელსა და მეტლახს.

კაფელისა და მეტლახის წმენდა
სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება კაფელზე და მეტლახზე დარჩენილ ლაქებს, მათ შორის, ცხიმის ნაკვალევსაც.

იატაკის წმენდა
ეფექტურად წმენდს იატაკს და არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს. იატაკის დიდი ფართობიდან გამომდინარე, სასურველია ხსნარის გაზავება წყალში.

ფანჯრების წმენდა
ეფექტურად აშორებს ლაქებს ფანჯრიდან. არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს. იმისთვის, რომ შუშის ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკების მოხვედრა თავიდან აიცილო, სასურველია ხსნარის წყალში გაზავება.

სარკის წმენდა
ეფექტურად აშორებს ლაქებს სარკიდან. არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს. იმისთვის, რომ სარკის ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკების მოხვედრა თავიდან აიცილო, სასურველია ხსნარის წყალში გაზავება.

მინის ჭურჭლისა და ზედაპირების წმენდა
ეფექტურად აშორებს ლაქებს მინიდან. არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს. შეგიძლია გამოიყენო მინის ჭურჭლისა თუ ავეჯის გასაწმენდად. იმისთვის, რომ მინის ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკების მოხვედრა თავიდან აიცილო, სასურველია ხსნარის წყალში გაზავება.

კარის სახელურების წმენდა
აქუამა კარის სახელურების წმენდისა და დეზინფექციისთვისაც იდეალური საშუალებაა. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს. არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

პირადი ჰიგიენის ნივთების დეზინფექცია
ჰიგიენის დასაცავად, პირადი მოხმარების ნივთების რეგულარული დეზინფექცია აუცილებელია. აქუამა ეფექტურია კბილის ჯაგრისის, სავარცხლის, პინცეტის, ფრჩხილის მოვლის ინსტრუმენტებისა და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთების წმენდისა თუ დეზინფექციისთვის. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს.

მაკიაჟის და თავის მოვლის აქსესუარების წმენდა
თუ მაკიაჟსა და თავის მოვლის საშუალებებს ხშირად იყენებ, აქუამა ამ მიმართულებითაც შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. მარტივად და ეფექტურად ასუფთავებს ფუნჯებს, სპონჯებს, სახის მასაჟორებსა და სახის მოვლის სხვა ატრიბუტებს. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს.

აივნის წმენდა და დეზინფექცია
აქუამას გამოყენება აივნის იატაკის, მოაჯირის, ავეჯის დასასუფთავებლადაც შეგიძლია. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს.