ვინ ვართ

ჩვენ შვეიცარიული კომპანიის — aquama-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ საქართველოში. 

ჩვენი მიზანია, ყველასთვის უკეთესი, უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრება უზრუნველვყოთ. გვჯერა, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია — რასაც გავცემთ, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და ჩვენსავე ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. სწორედ ამიტომ შევქმენით დასუფთავებისა და დეზინფექციის ეკომეგობრული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტექმოწყობილობა, რომელიც ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესების, გარემოსა და გარშემომყოფებზე ზრუნვის შესაძლებლობას გაძლევს.

გვწამს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ერთი მარტივი ქმედებით იწყება. აქუამასთან ერთად კი, ისეთი მოსაბეზრებელი ყოველდღიური საქმიანობაც კი, როგორიც დასუფთავება და დეზინფექციაა, შეიძლება დიად მიზნად იქცეს. და ყოველ ჯერზე, როცა მოწყობილობის ღილაკზე თითს დააჭერ, გარემოში სასიკეთო ცვლილება მოხდება.  

შემოგვიერთდი!