აქუამა ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად

ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნებაა. ვიტამინებით გაჯერებული, გემრიელი, წვნიანი და არომატული ხილ-ბოსტნეული ცხელ სეზონზე თითქმის ყველა ჩვენგანის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მათი, ვინც ზაფხულში მსუბუქად კვებას ამჯობინებენ. 

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხილ-ბოსტნეულზე უამრავი ბაქტერია ბინადრობს. მათ გავრცელებაში ურბანულ დაბინძურებას საკუთარი წვლილი შეაქვს. ზოგჯერ ამას ემატება ზედაპირზე შემორჩენილი, საფრთხის შემცველი პესტიციდებიც. ამ ყველაფერს კი, მხოლოდ წყლის გადავლებით, ან თუნდაც, წყალში დიდხანს მოთავსებით ვერაფერს ვშველით. ხილ-ბოსტნეულს უფრო საფუძვლიანი გასუფთავება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სხვაგვარად, ეს ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მყისიერად იქცევა საშიშროებად და შესაძლოა, ჩვენს ორგანიზმში ვიტამინებსა თუ მინერალებთან ერთად, საფრთხის შემცველი პესტიციდები და ბაქტერიებიც აღმოჩნდეს. 

თუ ცოტა შეშინდი, დაგამშვიდებთ — უსაფრთხო და ეკომეგობრული მოწყობილობის, აქუამას ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მისი მეშვეობით, შეგიძლია ეფექტურად გაწმინდო ხილ-ბოსტნეული და გაანადგურო ბაქტერიებისა თუ ვირუსების 99.9%.  

aquama_ xil-bostneuli

აქუამა დასუფთავებისა და დეზინფექციის უსაფრთხო, ეკომეგობრულ ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით ამზადებს. ხსნარი არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქუამასთან ერთად, შეგიძლია მშვიდად მიირთვა ხილ-ბოსტნეული — ისე, რომ შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენო.

დამატებით, მცირე რეკომენდაცია ჩვენგან: ხსნარით გაწმენდის შემდეგ, ხილ-ბოსტნეულს წყალი გადაავლე. იმიტომ არა, რომ რაიმე საშიშია. იმიტომ, რომ მირთმევისას, ოდნავ მლაშე გემომ არ შეგაწუხოს — გაწმენდის შემდეგ შეიძლება ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკები დარჩეს, წყლის ერთი გადავლებით კი, მარილს სრულად მოაშორებ. 

aquama

მიირთვი მშვიდად და გემრიელად!