აქუამა შუშის ზედაპირებისთვის

შუშის ზედაპირებს მტვრის ყველა ნაწილაკი, თითის ანაბეჭდი თუ სხვა ტიპის ლაქები მარტივად ეტყობა. ამიტომაც, სახლში სარკეების, ფანჯრებისა და ზოგადად, მინის ზედაპირების წმენდა ხშირად გვიწევს. არაპრაქტიკულობის გამო, ბევრ ჩვენგანს შუშის თვალისმომჭრელი ავეჯისა თუ ნივთის შეძენაზეც კი უთქვამს უარი.  

თუმცა, თუ შესაბამის საშუალებას აღმოაჩენ, წმენდის პროცესი აღარც შენს ნერვებზე იმოქმედებს უარყოფითად და აღარც შუშის ლამაზ ნივთებზე დაგწყდება გული. სწორედ ასეთია აქუამა — მოწყობილობა, რომელიც მრავალმხრივი გამოყენების ხსნარს ამზადებს და იდეალურია შუშის ზედაპირებისთვისაც – შეგიძლია გაწმინდო მინის ჭურჭელი, ფანჯრები, სარკეები თუ შუშის ავეჯი. შესანიშნავად უმკლავდება მინაზე დატოვებულ ლაქებს, ანაბეჭდებსა თუ ნადებს, არ ტოვებს ზოლებს და ზედაპირებს განსაკუთრებულად გლუვ ეფექტს ანიჭებს. 


აქუამა შუშის წმენდასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ დიდ დისკომფორტს შეგიმსუბუქებს — დასუფთავების საშუალებების დიდი ნაწილი უამრავ ტოქსიკურ მინარევს შეიცავს; შემაწუხებელი, მძაფრი სუნი აქვს; ალერგიული რეაქცია ახასიათებს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აქუამა კი, ხსნარს მხოლოდ სუფთა მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის ურთიერთქმედებით ამზადებს, შესაბამისად, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, არც საღებავებს, კონსერვანტებს, Სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს, ემულგატორებსა თუ ანტიოქსიდანტებს. ასე რომ, დასუფთავების პროცესში, სხვა ალტერნატივებისგან განსხვავებით, ალერგიულ რეაქციას არ გამოიწვევს და თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებს. 

გაითვალისწინე — შუშის გაწმენდისას, ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, ხსნარი წყალში გააზავო. 


თუ გინდა აქუამას უსაფრთხოებაში, მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში თავად დარწმუნდე, ისარგებლე ტესტირების სერვისით.

სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს.