აქუამა პირადი ჰიგიენისთვის

პირადი მოხმარების ნივთების მოვლა პირადი ჰიგიენის დაცვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია — კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, მაკიაჟის აქსესუარები, ფრჩხილის მოვლის ნაკრები თუ ეპილაციის საშუალებები, პერიოდულად, სათანადოდ უნდა გასუფთავდეს. თუმცა, პირადი ჰიგიენის ნივთების დეზინფექციისთვის შესაბამისი საშუალების შერჩევისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ამ ნივთებთან ყოველდღიური, ახლო შეხება გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დეზინფექციის საშუალება მავნე ნივთიერებებს არ შეიცავდეს. 

სწორედ ასეთი საშუალებაა აქუამა — დასუფთავებისა და დეზინფექციის მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტის, სუფთა მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის ურთიერთქმედებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტურ ხსნარს ამზადებს. აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად.


აქუამას მიერ დამზადებული სადეზინფექციო ხსნარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა და ბაქტერიებისა და ვირუსების 99.9%-ს ანადგურებს. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად გამოიყენო შენი ჯაგრისის, ფუნჯებისა თუ ფრჩხილის მოვლის საშუალებების დეზინფექციისთვის და საკუთარ ჯანმრთელობაზე ნაკლები იღელვო. 

თუ გინდა აქუამას უსაფრთხოებაში, მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში თავად დარწმუნდე, ისარგებლე ტესტირების სერვისით.

სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს.