რატომ ღირს აქუამას შეძენა?!

თანამედროვე სამყაროში, მაღაზიის დახლები ყველა საფასო კატეგორიის, მრავალი სხვადასხვა პროდუქტითაა სავსე. ციფრული თუ ფიზიკური სივრცეები კი, ფერად-ფერადი რეკლამებით ისეა გადაჭრელებული, რომ ხშირად, ჩვენს გონებას ამდენი ინფორმაციის აღქმა უჭირს. 

ასეთ დროს, უამრავ ალტერნატივას შორის სასურველი პროდუქტის არჩევა გაცილებით რთულდება. შედეგად კი, ხშირად, იმპულსურ ემოციებზე დაყრდნობით, უნებურად ვცდებით გონივრულობის საზღვრებს — ხარისხს რაოდენობას ვამჯობინებთ, მრავალ უსარგებლო თუ უხარისხო პროდუქტს ვყიდულობთ და იმაზე ბევრად მეტს ვხარჯავთ, ვიდრე რეალურად გვჭირდებოდა. 

ამ ტენდენციის პარალელურად, მსოფლიოში თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ Less is more, ანუ — არაფერი ზედმეტის კონცეფცია. Less is more ცხოვრების ერთგვარი სტილია, რომელიც კონსიუმერისტულ ფილოსოფიას უპირისპირდება — მოგვიწოდებს, ზედმეტი, უსარგებლო ნივთებისგან თუ ემოციებისგან გავთავისუფლდეთ და მხოლოდ ყველაზე სასარგებლო, ფუნქციურად დატვირთული, ხარისხიანი ნივთები გამოვიყენოთ. ამით, ტვირთს ვუმსუბუქებთ როგორც საკუთარ თავს, ისე, მთელ დედამიწას, რომელსაც კონსიუმერისტული მიდგომის შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება.

მართლაც, რომ დავუფიქრდეთ, რა საჭიროა ყოველთვიურად, ყოველკვირეულად თუ დღეგამოშვებით გაურკვეველი შემადგენლობის, წარმომავლობის, ხარისხისა თუ ფუნქციურობის უამრავი სხვადასხვა პროდუქტის შეძენა, როცა შეიძლება თანხა უფრო გონივრულად განვკარგოთ — მივიღოთ უკეთესი ხარისხი და შედეგი როგორც ფულის, ისე დროისა თუ ენერგიის ნაკლები დანახარჯით?!

ჩვენ ამ იდეას მთელი გულით ვემხრობით. გვჯერა, რომ უფრო ღირებულია გაიღო ფინანსები ერთჯერადად და ამით, თანხა მომავალში დაზოგო. სწორედ ამიტომ გთავაზობთ აქუამას — დასუფთავებისა და დეზინფექციის უსაფრთხო, ეკომეგობრულ მოწყობილობას შვეიცარიიდან. 

ალბათ, ჩვენგან ხშირად მოგისმენია, რომ აქუამა, მისი ერთი შეხედვით მაღალი ღირებულების მიუხედავად, ბიუჯეტური მოწყობილობა და გრძელვადიანი ინვესტიციაა. 

და აი, რატომ: 

როცა ყიდულობ აქუამას, ყიდულობ გაჯეტს, რომლითაც სასურველ დროს, რეგულარულად ამზადებ მრავალმხრივი გამოყენების უსაფრთხო ხსნარს. 

აქუამას მეშვეობით ხსნარის დასამზადებლად გჭირდება მხოლოდ ქიმიურად სუფთა მარილი და წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი). 

პროცესი სამი მარტივი ეტაპისგან შედგება:

  1. ასხამ წყალს მოწყობილობაში;
  2. ამატებ მარილს; 
  3. აჭერ ჩართვის ღილაკს. 

3 წუთში საწმენდი, 12 წუთში კი, სადეზინფექციო ხსნარი მზად იქნება.

მიღებული სითხე საყოფაცხოვრებო ქიმიის მინიმუმ 80%-ს ჩაგინაცვლებს. კი, მინიმუმ 80%-ს და ზოგჯერ — მეტსაც. ანუ, ყოველთვიურად, თითოეული ზონისთვის შესაბამისი ათობით საშუალების შეძენა აღარაფერში დაგჭირდება. თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ თითოეული საწმენდი პროდუქტი, რომლებსაც ამ დრომდე იყენებდი, შენს, შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და ამავდროულად, გარემოსაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ალბათ, გაინტერესებს, მაინც რას ანაცვლებს აქუამა?

პასუხია — ყველაფერს, რასაც იყენებდი:

სამზარეულოს დასასუფთავებლად

აქუამას გამოყენებით, შეგიძლია გაწმინდო სამზარეულოს ავეჯი, გაზქურისა და გამწოვის ზედაპირები, მაცივრის შიდა და გარე ნაწილები, სამზარეულოს ნიჟარა, კაფელი თუ მეტლახი. ხსნარი ეფექტურად უმკლავდება ცხიმს და აქრობს უსიამოვნო სუნს (მაგალითად, მაცივრიდან და ნაგვის ურნიდან).

სააბაზანოს დასასუფთავებლად

აქუამას ხსნარი ეფექტურია სააბაზანოს ნებისმიერი კუთხისა თუ დეტალის გასასუფთავებლად. შეგიძლია გაწმინდო და დეზინფექცია გაუკეთო აბაზანას, საშხაპეს, ნიჟარას, კაფელსა და მეტლახს. 

იატაკის წმენდისთვის

აქუამა ეფექტურად წმენდს იატაკს და არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს. გაითვალისწინე, რომ იატაკის დიდი ფართობიდან გამომდინარე, სასურველია ხსნარის გაზავება წყალში. 

ფანჯრების, სარკეების და ზოგადად, მინის ნებისმიერი ჭურჭლისა თუ ზედაპირის წმენდისთვის

ეფექტურად აშორებს ლაქებს მინიდან. არ ტოვებს ლაქებსა და ზოლებს. გაითვალისწინე, რომშუშის ზედაპირზე მარილის მცირე ნაწილაკების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ხსნარი წყალში გააზავო.

კარის სახელურების წმენდისა და დეზინფექციისთვის

აქუამა კარის სახელურების წმენდისა და დეზინფექციისთვისაც იდეალური საშუალებაა. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს.

აივნის წმენდისთვის

აქუამას გამოყენება აივნის იატაკის, მოაჯირის, ავეჯის დასასუფთავებლადაც შეგიძლია. 


ავეჯის წმენდისთვის

თუ შენი ავეჯი წყალთან მეგობრობს, მაშინ აქუამა ავეჯის დასასუფთავებლადაც იდეალური ალტერნატივაა. 

ბავშვის ნივთების წმენდისა და დეზინფექციისთვის

აქუამას ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. შეგიძლია გამოიყენო შენი შვილის საწოვარას, საკვები ბოთლებისა თუ სათამაშოების გასაწმენდად და სადეზინფექციოდ.

ცხოველის აქსესუარების წმენდისა და დეზინფექციისთვის

ხსნარი სრულიად უსაფრთხოა შენი ოთხფეხა მეგობრისთვის. ამიტომ შეგიძლია მშვიდად გაუწმინდო და გაუკეთო დეზინფექცია მის სათამაშოებსა თუ აქსესუარებს.

პირადი ჰიგიენის ნივთების დეზინფექციისთვის

ჰიგიენის დასაცავად, პირადი მოხმარების ნივთების რეგულარული დეზინფექცია აუცილებელია. აქუამა ეფექტურია კბილის ჯაგრისის, სავარცხლის, პინცეტის, ფრჩხილის მოვლის ინსტრუმენტებისა და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთების წმენდისა თუ დეზინფექციისთვის. 

მაკიაჟის და თავის მოვლის აქსესუარების წმენდისა და დეზინფექციისთვის

თუ მაკიაჟსა და თავის მოვლის საშუალებებს ხშირად იყენებ, აქუამა ამ მიმართულებითაც შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. მარტივად და ეფექტურად ასუფთავებს ფუნჯებს, სპონჯებს, სახის მასაჟორებსა და სახის მოვლის სხვა ატრიბუტებს. ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მათ შორის, კორონავირუსს.

მანქანის ზედაპირისა თუ სალონის წმენდისა და დეზინფექციისთვის

თუ მანქანა გყავს, ალბათ, დროის არცთუ მცირე ნაწილს შენს ავტომობილში ატარებ. შესაბამისად, ალბათ კარგად გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ხშირად და საფუძვლიანად დაასუფთავო შენი ოთხბორბლიანი მეგობარი, განსაკუთრებით კი — მისი სალონი. 

...ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. აქუამა ეფექტურად ასუფთავებს ყველაფერს, რაზეც წყლის გამოყენება შეიძლება და რასაც შენი ფანტაზია გასწვდება.

ახლა კი, მოდი, თეორიას გავცდეთ და უფრო ზუსტ მეცნიერებას — მარტივ მათემატიკას მივმართოთ. 

ერთადერთი რამ, რისი შეძენაც აქუამას ყიდვის შემდეგ, ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდება, სუფთა მარილია. მისი 100-გრამიანი შეფუთვა 15 ლარი ღირს. ეს რაოდენობა, საშუალოდ, 2-3 თვის განმავლობაშია საკმარისი. იმის გათვალისწინებითაც კი, თუ გენერალურად კვირაში ერთხელ დაალაგებ.

ახლა კი, შეგიძლია თავად შეადარო, წლიურ ჭრილში, საშუალოდ, რამდენს ხარჯავ საყოფაცხოვრებო ქიმიაში, რომელიც მრავალ მავნე ნივთიერებას შეიცავს და რამდენს დახარჯავ აქუამას შეძენის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკომეგობრული ხსნარის დასამზადებლად — გამოთვალე

და თუ აქუამას შესაძლებლობებში მცირედი ეჭვი მაინც შეგეპარება, ისარგებლე ტესტირების სერვისით და თავად დარწმუნდი მის მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში — გატესტე 

სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს. 

დაბოლოს, არც ის დაივიწყო, რომ აქუამას გამოყენების შემთხვევაში, დამატებით, სხვა უპირატესობებითაც ისარგებლებ. მაგალითად, შეძლებ ხილ-ბოსტნეულის უსაფრთხო დეზინფექციას. დახარჯავ ნაკლებ დროს, ნერვებსა და ენერგიას. იზრუნებ ეკოლოგიაზე და იცხოვრებ უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში, სადაც არაფერია ზედმეტი და უსარგებლო.