აქუამა — უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი ყოველდღიურობისთვის

ყველა კეთილგონიერ ადამიანს ადარდებს საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემოზე ზიანის მინიმიზაცია.

თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგჯერ ადამიანები გაუაზრებლად აკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ისე მათი ოჯახის წევრებისა და გარემოს სიჯანსაღეს. ამის ერთ-ერთი გამოხატულება ტოქსიკური საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაა. თანაც, საკუთარ სახლში — იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს, ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად ვატარებთ. 

დღესდღეობით, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება იმდენად ჩვეულებრივ მოცემულობადაა ქცეული, რომ მისგან გამოწვეულ საფრთხეს სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამს. რეალურად კი, ასეთი საშუალებებით, ერთი შეხედვით, გასუფთავებული და გაპრიალებული ტერიტორია მომწამვლელი ნივთიერებებითაა სავსე და გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. გარდა ამისა, გამოყენებული ტოქსიკური ნივთიერებები არაა ბიოდეგრადირებადი და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ამას ისიც ემატება, რომ თითოეული ზონისთვის სხვადასხვა საწმენდი საშუალების შეძენა ზრდის პლასტმასის მოხმარებას, რომლის ნარჩენებიც გარემოში ასობით წლის განმავლობაში რჩება. 

ჩვენ მოჩვენებით სისუფთავეს დასუფთავების და დეზინფექციის უსაფრთხო, ეკომეგობრული ალტერნატივის — აქუამას დახმარებით ვუპირისპირდებით. აქუამა უსაფრთხო მოწყობილობაა, რომელიც შვეიცარიელი მეცნიერების გუნდმა ყველასთვის უკეთესი, უფრო ჯანსაღი ცხოვრებისთვის შექმნა. 

ჩვენი მრავალმხრივი მოწყობილობა წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზედაპირის, ზონისა თუ ნივთის წმენდისა და დეზინფექციისთვის გამოიყენება. ასევე, იდეალურია ხელის დეზინფექციისთვის, რადგან არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.

აქუამას მეშვეობით, შეგიძლია ჩაანაცვლო ტოქსიკური საწმენდი საშუალებების მინიმუმ 80%, შეამცირო ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში და მინიმუმამდე დაიყვანო გარემოსთვის მიყენებული ზიანი. მოწყობილობით დამზადებული ხსნარი არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, სასუნთქი სისტემისთვის.

მოწყობილობას 2 რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო.

ხსნარის დასამზადებლად, დაგჭირდება მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტი — წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი), ქიმიურად სუფთა მარილი და ელექტროენერგია.

აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად. 


ისიც აღსანიშნავია, რომ აქუამა შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერაა სერტიფიცირებული. ამ ეტაპზე, მოწყობილობა მსოფლიოს 4 ქვეყანაში: შვეიცარიაში, საფრანგეთში, სინგაპურსა და ახლა უკვე — საქართველოში იყიდება. 

გვიხარია, რომ ამიერიდან ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს მეტი ზრუნვის, მეტი სასიკეთო ცვლილებისა და უფრო ჯანსაღ ყოველდღიურობაში ცხოვრების შესაძლებლობა.

გვჯერა, რომ გარშემო მრავალ თანამოაზრეს შემოვიკრებთ. მათ, ვისაც ჩვენსავით სწამთ, რომ:

როცა სხვის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლი, შენი ცხოვრებაც უმჯობესდება;

როცა სხვას ზიანს აყენებ, თავადაც ზიანდები;

როცა გარემოს აბინძურებ, ნარჩენები იმ წყალში ხვდება, რომელსაც ისევ შენ სვამ;

როცა დასასუფთავებლად მომწამველ საშუალებებს მოიხმარ, ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ისევ შენ სუნთქავ;

არცერთი კეთილგონიერი ადამიანი არ მოწამლავს სახლს, რომელშიც ცხოვრობს. და ყველა კეთილგონიერი ადამიანი გაიაზრებს, რომ მისი სახლი დედამიწაა.