ავეჯის წმენდა

ავეჯიდან მტვრის გადაწმენდა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს, თუმცა, ზოგჯერ, კარადების, მაგიდისა თუ სკამების შიდა, რთულად მისადგომ კუთხეებში, მტვერი და ლაქები ღრმადაა ჩამჯდარი. ასეთი ჭუჭყის მოშორება მარტივი არაა, ძლიერი საწმენდი საშუალებების უმრავლესობა კი, ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ეს საშუალებები გამოყენებისთანავე, თავადვე გვაუწყებენ საფრთხეს — აუტანელი, მძაფრი სუნი, თავის ტკივილი, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნება და ალერგიული რეაქციაც კი, ნათელს ხდის, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო, ძლიერმოქმედ მომწამვლელ მინარევებს შეიცავს.

დარწმუნებულები ვართ, რომ შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობაზე ღელავ. ამიტომაც, გვინდა დასუფთავების განსხვავებული — ერთდროულად, ეფექტური და უსაფრთხო ალტერნატივა გაგაცნოთ. ეს აქუამაა — დასუფთავებისა და დეზინფექციის მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტის, სუფთა მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის ურთიერთქმედებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტურ ხსნარს ამზადებს. აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად.

აქუამას გამოყენება წყალთან თავსებად ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლია. შესანიშნავად უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, არ ტოვებს ზოლებს და იდეალურია რთულად მისადგომი კუთხეებისთვის, რადგან მოწყობილობის გამოყენება თავდაყირა მდგომარეობაშიც შეგიძლია. 

ისიც აღსანიშნავია, რომ თუ ამ პერიოდში, სისუფთავე განსაკუთრებით გაღელვებს, რადგან ოჯახის წევრების თუ სტუმრების მიერ ქუჩიდან შემოტანილი მტვერი, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ბაქტერიებსა თუ ვირუსებს შეიცავდეს, მაშინ აქუამა ცხოვრებას ამ მხრივაც გაგიმარტივებს. მოწყობილობას ორი რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო. მეორე რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში, ძლიერი ანტისეპტიკური თვისებების ხსნარს მიიღებ, რომელიც ბაქტერიებისა და ვირუსების 99.9%-ს ანადგურებს. შეგიძლია სადეზინფექციო ხსნარი კარებისა თუ კარადების სახელურების გასაწმენდად გამოიყენო და სახიფათო ვირუსებისა თუ ბაქტერიების აღარ შეგეშინდეს. 

ასე რომ, აქუამასთან ერთად, ერთდროულად დაემშვიდობები დასუფთავებასთან დაკავშირებულ ყველა დისკომფორტს — რთულ და ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, სხვადასხვა ზედაპირისთვის განსხვავებული საშუალებების შერჩევასა და შეძენას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შიშებსა თუ ალერგიულ რეაქციას. 

თუ გინდა აქუამას უსაფრთხოებაში, მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში თავად დარწმუნდე, ისარგებლე ტესტირების სერვისით. 

სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს.