აქუამა ცხოველის ჰიგიენისთვის

ცხოველების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან. როდესაც ცხოველი სახლში მოგვყავს, მათ ჯანმრთელობასა თუ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და შესაბამისად, ჩვენს შინაურ ცხოველზე სათანადოდ უნდა ვიზრუნოთ. 

ზრუნვა ბევრ რამეს მოიცავს, თუმცა, ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე — ცხოველის ჰიგიენაზე ვისაუბროთ. ჩვენი ერთგული მეგობრების სათამაშოებსა და აქსესუარებზე უამრავი ბაქტერია ბინადრობს. ამიტომაც, მათი ნივთების სათანადო წმენდა და დეზინფექცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, საწმენდი პროდუქტის შერჩევისას, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ცხოველის ორგანიზმისთვის ზოგიერთი ნივთიერება დიდი საფრთხის შემცველია. თანაც, ეს ნივთიერებები, პირდაპირ მათ პირის ღრუსა თუ კუჭში ხვდება და შეიძლება მყისიერი მოწამვლა გამოიწვიოს. ამიტომაც, უნდა შევარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც სახიფათო მინარევებს არ შეიცავს და ჩვენი ცხოველის ჯანმრთელობას არ ავნებს. 

თუ ასეთ პროდუქტს ეძებ, აქუამა უნდა გამოსცადო — მოწყობილობა, რომელიც  ცხოველებისთვის სრულიად უვნებელ ხსნარს ამზადებს. შეგიძლია თამამად გამოიყენო შენი ერთგული მეგობრის სათამაშოების, საკვებისა და წყლის თასის, სავარცხლის, მაკრატლისა თუ ჰიგიენის სხვა ნივთების გასასუფთავებლად. ამავდროულად, თუ შენი ცელქი მეგობარი გასეირნების შემდეგ სახლში ტალახიანი ბრუნდება, შეგიძლია თათებიც აქუამას უსაფრთხო ხსნარით გაუწმინდო. აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად. 


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქუამას მეშვეობით დამზადებული ხსნარი უსიამოვნო სუნსაც აქრობს. ასე რომ, თუ შენი ძაღლი სახლის რომელიმე კუთხეში საკუთარ ტერიტორიას ნიშნავს, ან კატის ქვიშის ყუთის გაწმენდა ხშირად გიწევს — გამოიყენე აქუამა და სახლში უსიამოვნო სუნი აღარასდროს შეგაწუხებს. 

გაითვალისწინე, რომ აქუამა დასუფთავებისა და დეზინფექციის მრავალმხრივ ხსნარს ამზადებს — მისი გამოყენება არა მხოლოდ ცხოველის ნივთების, არამედ, სახლის თითქმის ყველა კუთხის დასასუფთავებლად შეგიძლია. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ როცა აქუამას ხსნარით სახლის მთელ ტერიტორიას გაწმენდ, ზუსტად გეცოდინება, რომ არცერთ კუთხეში ტოქსიკური ნივთიერებები არ იმალება და შენი ოთხფეხა მეგობარი უსაფრთხოდაა.  

aquama

თუ გინდა აქუამას უსაფრთხოებაში, მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში თავად დარწმუნდე, ისარგებლე ტესტირების სერვისითსერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს.