აქუამა სამზარეულოში

სამზარეულო სახლის ის ზონაა, სადაც არეულობასთან, ჭუჭყთან და რთულად ამოსაყვან ლაქებთან გამკლავება ყველაზე ხშირად გვიწევს — ნიჟარის რეგულარული წმენდა, ცხიმისა და სხვა ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოშორება სამზარეულოს ავეჯიდან, გაზქურის ზედაპირიდან, კაფელიდან... ამას ემატება უამრავი ბაქტერიაც, რომლებიც ხილ-ბოსტნეულსა თუ სხვა პროდუქტებს უსიამოვნო უხილავ სიურპრიზებად მოჰყვებიან ხოლმე. 

აქუამაალბათ, დაგვეთანხმები, რომ როცა დასუფთავება ასეთი სიხშირით გჭირდება, თითოეული ჩამოთვლილი   ზონისთვის სხვადასხვა საწმენდი საშუალების გამოყენება ძალიან არაპრაქტიკულია. 

ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამზარეულოში დაგროვილ ჭუჭყთან, ლაქებთან თუ მიკრობებთან საბრძოლველად, სტანდარტული საწმენდი საშუალებების გამოყენება გამოსავალი არაა. საწმენდი საშუალებების უმრავლესობა ტოქსიკური შემადგენლობისაა. ასეთი პროდუქტებით დასუფთავებული ტერიტორია კი, მხოლოდ სისუფთავის ილუზიას ქმნის და რეალურად, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის სახლში, რომელშიც ვცხოვრობთ. და წარმოიდგინე, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მიკრობებისგან, ისე ტოქსიკური ნივთიერებებისგან იმ ტერიტორიის დაცვა,   სადაც ყოველდღიურად, მთელი ოჯახისთვის კერძებს ვამზადებთ?! 

ამ საშიშროებისთვის თავის ასარიდებლად, შეგიძლია დასუფთავებისა და დეზინფექციის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივა — აქუამა გამოიყენო. 

აქუამას მეშვეობით, დაამზადებ დასუფთავებისა და დეზინფექციის უსაფრთხო, ეკომეგობრულ ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით. მოწყობილობა მარილის წყალხსნარში ელექტრულ დენს ატარებს. შედეგად კი, ანტისეპტიკურ საშუალებას — ატომურ ჟანგბადს წარმოქმნის, რომელსაც არა მხოლოდ ზედაპირული წმენდისა და დეზინფექციის, არამედ, მათეთრებლის ფუნქციაც აქვს და ყველაზე რთულ ლაქებსაც იდეალურად უმკლავდება. 

aquama

პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის — ნიჟარისა თუ ონკანის მიმდებარე ზონის დასასუფთავებლად, რომლის წმენდაც, ყველაზე ხშირად გვიწევს.  

შეგიძლია გაწმინდო სამზარეულოს ავეჯი როგორც ცხიმის შხეფებისგან, ისე მტვრისგან, ჭუჭყისგან და ბაქტერიებისგან. 

იდეალურად უმკლავდება გაზქურისა და გამწოვის ზედაპირების ღრმად ჩამჯდარ ლაქებს.

შეგიძლია დაასუფთავო სამზარეულოს ნიჟარა, კაფელი თუ მეტლახი.

ეფექტურია მაცივრის შიდა და გარე ნაწილების წმენდისთვის. ამავდროულად, მაცივრიდან და ნაგვის ურნიდან უსიამოვნო სუნსაც აქრობს. 

მეტიც, ხსნარის მათეთრებელი ეფექტის მეშვეობით, რთული ლაქების ამოყვანას ნაჭრიდანაც შეძლებ. ასე რომ, სამზარეულოს დასუფთავების პრობლემებსა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან ერთად, აღარც შენს საყვარელ, წითელი ღვინით დალაქავებულ თეთრ სუფრაზე მოგიწევს დარდი. 

არ დაგავიწყდეს, რომ აქუამა ეფექტურად წმენდს წყალთან თავსებად ნებისმიერ ზედაპირს. ამიტომ მისი გამოყენება სამზარეულოს გარდა, სახლის სხვა კუთხეებშიც თამამად შეგიძლია და თითოეული ზონის დასასუფთავებლად სხვადასხვა საშუალების შეძენა აღარ მოგიწევს.

არც ის დაივიწყო, რომ აქუამას მეშვეობით დამზადებული ხსნარი არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, შეგიძლია სამუდამოდ გადააგდო ხელთათმანები, რომლებსაც სხვადასხვა საწმენდი საშუალებისგან გამოწვეული ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად იყენებდი და დასუფთავებისას, დამატებით დისკომფორტს გიქმნიდა.