აქუამა სააბაზანოში

ამბობენ, რომ სახლის თუ სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიის სისუფთავის ხარისხი სააბაზანოს ჰიგიენის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება და სახლის ამ კუთხეში მუდმივად წესრიგი უნდა სუფევდეს.

თუმცა, სააბაზანოში იდეალური სისუფთავის შენარჩუნება სულაც არაა მარტივი გამოწვევა. ორთქლის, სინესტის, სხვადასხვაგვარი ჭუჭყის გამო, სააბაზანო ყველაზე ხშირად მოითხოვს დასუფთავებას და მიკრობებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილია. მეორე მხრივ, სტანდარტულად, სააბაზანოს თითოეულ დეტალს სხვადასხვა ტიპის წმენდა სჭირდება — კერამიკული სანტექნიკის, კაფელისა და მეტლახის დასასუფთავებლად ერთ საწმენდ საშუალებას ვიყენებთ, სარკისთვის — მეორეს, საშხაპე მოწყობილობებისა და ონკანებისთვის — მესამეს, საშხაპე კაბინისთვის — მეოთხეს, ავეჯისთვის — მეხუთეს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თანაც, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების ტოქსიკური შემადგენლობის გამო, ხშირად, სახლის დასუფთავებისას, ალერგიული რეაქციის, თავის ტკივილისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, ხელთათმანებით, ნიღბებითა და აირწინაღებით შეიარაღება გვიწევს.  

დაგვეთანხმებით, რომ ეს პროცესი ძალიან დამღლელი, არაპრაქტიკული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, რაკი აღნიშნულ მომწამვლელ ნივთიერებებს რეალური ზიანი არა მყისიერად, არამედ, გრძელ ვადაში მოაქვს, საფრთხეს სათანადოდ ვერ აღვიქვამთ. 

თუმცა, უსაფრთხო ალტერნატივა უკვე არსებობს. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემას შვეიცარიული მოწყობილობა — აქუამა მარტივად მოგიგვარებს. აქუამას მეშვეობით, დასუფთავებისა და დეზინფექციის მრავალმხრივ ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით დაამზადებ. მიღებული ხსნარი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის, არც Საღებავებს, კონსერვანტებს, Სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს, ემულგატორებსა და ანტიოქსიდანტებს. მოწყობილობა მარილის წყალხსნარში ელექტრულ დენს ატარებს. შედეგად კი, ანტისეპტიკურ საშუალებას — ატომურ ჟანგბადს წარმოქმნის, რომელსაც არა მხოლოდ ზედაპირული წმენდისა და დეზინფექციის, არამედ, მათეთრებლის ფუნქციაც აქვს და ყველაზე რთულ ლაქებსაც იდეალურად უმკლავდება. თანაც, აქუამას გამოყენება წყალთან თავსებად ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლია. ამიტომაც, შეგიძლია თამამად დაასუფთავო სააბაზანოს თითქმის ყველა დეტალი თუ კუთხე და ყოველთვიურად, თითოეული ობიექტისა თუ ზონის შესაბამისი სხვადასხვა საშუალება აღარ შეიძინო. 



შეგიძლია გაწმინდო და დეზინფექცია გაუკეთო აბაზანას, უნიტაზს, საშხაპეს, ონკანს, ნიჟარას, კაფელს, მეტლახს, წყალთან თავსებადი მასალისგან დამზადებულ ავეჯს, სარკეს, მინის ნებისმიერ ზედაპირს, პირადი ჰიგიენის ნივთებს — კბილის ჯაგრისს, სავარცხელს, ფრჩხილის მოვლის აქსესუარებს და ყველაფერს, რაზეც წყლის მიკარება შეიძლება და რასაც შენი ფანტაზია გასწვდება. 

თანაც, აქუამას მეშვეობით დამზადებული ხსნარი უსაფრთხო და ეკომეგობრულია, არ იწვევს ალერგიას. ასე რომ, აქუამასთან ერთად, შეგიძლია შენი და შენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე აღარ იდარდო და ამავდროულად, სამუდამოდ თქვა უარი ტოქსიკური შემადგენლობის საწმენდ საშუალებებზე, ხელთათმანებსა და სხვა ეკიპირებაზე, რასაც დასუფთავებისას ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად იყენებდი და დამატებით დისკომფორტს გიქმნიდა. 

რაც შეეხება ბიუჯეტს — აქუამა ერთჯერადი ინვესტიციაა, რომელიც გრძელ ვადაში დასუფთავების ხარჯების მინიმიზაციაში გვეხმარება. 

ხსნარის დასამზადებლად საჭირო ქიმიურად სუფთა მარილის 100-გრამიანი შეფუთვის ღირებულება 15 ლარია. საშუალოდ, ეს რაოდენობა საკმარისია 2-3 თვის განმავლობაში, იმის გათვალისწინებითაც კი, თუ გენერალურად კვირაში ერთხელ დაალაგებ. უფრო ზუსტად რომ წარმოიდგინო, ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ლიტრი საწმენდი სითხის დამზადება 75 თეთრი დაჯდება. 

არ დაგავიწყდეს, რომ აქუამა წარმატებით ანაცვლებს საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების მინიმუმ 80%-ს და მისი გამოყენება სააბაზანოს  გარდა, სახლის სხვა კუთხეებშიც თამამად შეგიძლია.