აქუამა — პორტატული მოწყობილობა

უკანასკნელ წლებში, ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა და ისეთი საჭიროებები გაგვიჩნდა, რასაც ადრე ყურადღებას ნაკლებად ვუთმობდით. გვინდა თუ არ გვინდა, ყოველდღიურად, გარემო პირობების დეზინფექციაზე მეტი ზრუნვა გვიწევს და ჩვენს ჩანთაში, ჯიბესა თუ მანქანაში ანტისეპტიკური ხსნარები საპატიო ადგილს იკავებს. 

დასუფთავებისა და დეზინფექციის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივის — აქუამას უპირატესობებზე ბევრი რამ გიამბეთ. უკვე გეცოდინება, რომ აქუამა ინოვაციური შვეიცარიული მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც, თავად შეგიძლია დაამზადო უნივერსალური საწმენდი და სადეზინფექციო ხსნარი მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტის — სუფთა მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით. და თუ აქუამას სადეზინფექციო რეჟიმს ჩართავ, ძლიერ ანტისეპტიკურ ხსნარს მიიღებ, რომელიც როგორც ბაქტერიებისგან, ისე ვირუსებისგან გიცავს. ისიც გეცოდინება, რომ აქუამას მიერ დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით შეგიძლია დაიმუშავო როგორც ხელები, ასევე, გაწმინდო ის ზედაპირები, რომლებსაც შენ და შენი გარშემომყოფები ხშირად ეხებით — მაგალითად, კარის სახელურები, ავტომობილის საჭე, სამუშაო მაგიდა...

თუმცა, ის თუ იცი, რომ აქუამას კიდევ ერთი უპირატესობა პორტატულობაა? 

გარდა იმისა, რომ აქუამა სრულიად უსაფრთხო ხსნარს ამზადებს, ის მცირე ზომის, მარტივად გამოსაყენებელი მოწყობილობაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ ადგილას წაიღო და ყოველდღიურად თან ატარო — ჩანთაში ჩაიგდო და სამსახურში ატარო, მანქანაში გამოიყენო, ან თუნდაც, ქალაქგარეთ გასვლისას გაიყოლო. აქუამას გამოყენება განსაკუთრებით რაციონალური გადაწყვეტილებაა სწორედ ახლა, პანდემიის პირობებში, როცა, ფაქტობრივად, კვირაში რამდენიმეჯერ გვიწევს სადეზინფექციო ხსნარის შეძენა. აქუამასთან ერთად კი, გამუდმებით ახალ-ახალი ანტისეპტიკური სითხის შეძენა აღარ დაგჭირდება — ძლიერ სადეზინფექციო ხსნარს თავად, ნებისმიერ სასურველ დროს და ადგილას დაამზადებ. შედეგად, თავს გაცილებით მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობ — ზუსტად გეცოდინება, რომ საეჭვო წარმომავლობის ხსნარების ნაცვლად, დეზინფექციისთვის ყველაზე უვნებელ და ამავდროულად, ძლიერ პროდუქტს იყენებ; პლასტმასის მოხმარების შემცირებითა და აქუამას ეკომეგობრული ხსნარის გამოყენებით, გარემოზე ზრუნავ; საკუთარ ჯიბეს უფრთხილდები — ათობით სადეზინფექციო ხსნარის რეგულარულად შეძენა აღარ გიწევს. 

ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ერთი მარტივი ქმედებით იწყება. გადმოდი დეზინფექციის ახლებურ, უფრო კომფორტულ, უფრო უსაფრთხო ალტერნატივაზე და გაიმარტივე ყოველდღიურობა აქუამასთან ერთად.