აქუამა იატაკისთვის

იატაკის მოვლა არცთუ ისე მარტივი პროცესია. მტვერი, ნაფეხურები, საკვებისა და სითხის ლაქები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ეტყობა იატაკს და ხშირ წმენდას საჭიროებს. დამატებით კი, ისიც არანაკლები დისკომფორტია, რომ სახლში სამზარეულოს, აბაზანისა და სხვა ოთახების იატაკის საფარი, უმეტესად, ერთმანეთისგან განსხვავდება და თითოეული ზედაპირისთვის სხვადასხვა ტიპის მოვლა, განსხვავებული საწმენდი პროდუქტების გამოყენებაა საჭირო. ალბათ, დაგვეთანხმები, რომ თითოეული ჩამოთვლილი ზონისთვის სხვადასხვა საშუალების გამოყენება არცთუ ისე მოსახერხებელია. მით უმეტეს, რომ იატაკის დასასუფთავებელი პროდუქტების დიდი ნაწილი უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ამავდროულად, იმდენად ალერგიულია, რომ ხელთათმანებისა და ნიღბის გარეშე, დასუფთავების პროცესი წარმოუდგენელი ხდება. 

თუ გინდა, ამ დისკომფორტისგან გათავისუფლდე და დასუფთავება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლო, გამოსცადე აქუამა — მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც, მხოლოდ სუფთა მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის ურთიერთქმედებით, მრავალმხრივი გამოყენების ხსნარს ნებისმიერ სასურველ დროს დაამზადებ. ხსნარი ჯანმრთელობისთვის უვნებელია და უსაფრთხო ინგრედიენტებიდან გამომდინარე, ალერგიულ რეაქციას არ იწვევს, ასე რომ, შეგიძლია ხელთათმანებს, ნიღაბსა თუ სხვა აღჭურვილობას ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობო. 

აქუამა

უსაფრთხოება აქუამას მნიშვნელოვანი, თუმცა, არა ერთადერთი ღირსებაა. ხსნარი ეფექტურობითა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალმხრივობით გამოირჩევა. შესანიშნავად ასუფთავებს იატაკის ნებისმიერ საფარს, რომელიც წყალთან მეგობრობს — შეგიძლია გამოიყენო კერამოგრანიტის, მეტლახის, პარკეტისა თუ ლამინატის გასაწმენდად. არ ტოვებს ლაქებსა თუ ზოლებს და იატაკს გლუვ ეფექტს ანიჭებს. ასევე, შეგიძლია გამოიყენო იატაკის რბილ საფარზე (ერთიან ხალიჩაზე) — იდეალურად ამოჰყავს ჭუჭყი და ღრმად ჩამჯდარი ლაქები. გაითვალისწინე, რომ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის იატაკის წმენდისას, დიდი ფართობიდან გამომდინარე, ხსნარი წყალში, თანაბარი პროპორციით (1:1) უნდა გააზავო. გაზავებული ხსნარის გამოყენებისას კი, არც რბილი საფარის ფერს ემუქრება საფრთხე — სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, აქუამას გაზავებული ხსნარი შენს რბილ იატაკს ფერს ოდნავადაც არ შეუცვლის. 

ერთადერთი, რასაც უნდა მოარიდო – გასანთლული იატაკია. ასეთ ზედაპირზე აქუამას გამოყენება რეკომენდებული არაა. 

ისიც აღსანიშნავია, რომ თუ ამ პერიოდში, იატაკის სისუფთავე განსაკუთრებით გაღელვებს, რადგან ოჯახის წევრების თუ სტუმრების მიერ ქუჩიდან შემოტანილი მტვერი, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ბაქტერიებსა თუ ვირუსებს შეიცავდეს, მაშინ აქუამა ცხოვრებას ამ მხრივაც გაგიმარტივებს. მოწყობილობას ორი რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო. მეორე რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში, ძლიერი ანტისეპტიკური თვისებების ხსნარს მიიღებ, რომელიც ბაქტერიებისა და ვირუსების 99.9%-ს ანადგურებს.

აქუამა

ხოლო თუ შენს ოჯახში ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც იატაკთან, ძირს დაყრილ სათამაშოებთან თუ სხვა ნივთებთან მუდმივი შეხება აქვს, მაშინ ბევრი აღარ უნდა იფიქრო — ისარგებლე ტესტირების სერვისით, თავად დარწმუნდი აქუამას უსაფრთხოებაში, მრავალმხრივობასა თუ ეფექტურობაში და განაგრძე ცხოვრება უფრო მშვიდად.

დაბოლოს, არც ის დაივიწყო, რომ აქუამას გამოყენების შემთხვევაში, არა მხოლოდ იატაკის, არამედ, წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზონისა თუ ზედაპირის — ფაქტობრივად, სახლის ყველა კუთხის დასუფთავებას შეძლებ. დახარჯავ ნაკლებ დროს, ნერვებსა და ენერგიას. იზრუნებ ეკოლოგიაზე და იცხოვრებ უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში, სადაც დასუფთავებისას, საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე შფოთვა აღარ მოგიწევს.