სანამ იყიდი, გატესტე

ალბათ უკვე იცი, რომ აქუამა დასუფთავებისა და დეზინფექციის უსაფრთხო, ეკომეგობრული და ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც შვეიცარიელი მეცნიერების გუნდმა ყველასთვის უკეთესი, უფრო ჯანსაღი ცხოვრებისთვის შექმნა. 

აქუამას უნივერსალური ხსნარის დასამზადებლად 3 უვნებელი ელემენტი — წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი), ქიმიურად სუფთა მარილი და ელექტროენერგია სჭირდება. მხოლოდ ამ 3 ელემენტის ურთიერთქმედებით, მოწყობილობა მრავალჯერადად ამზადებს უნივერსალურ ხსნარს წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზედაპირის, ზონისა თუ ნივთის წმენდისა და დეზინფექციისთვის. ასევე, ხელის დეზინფექციისთვის. შედეგად, აქუამა ტოქსიკური საწმენდი საშუალებების მინიმუმ 80%-ს ანაცვლებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯებს ამცირებს და გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე დაჰყავს. 

თუ შენთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტის გამოყენებით, ასეთი მრავალმხრივი გამოყენების, ეფექტური და ეკომეგობრული საწმენდი და სადეზინფექციო ხსნარის შექმნაა შესაძლებელი, ვფიქრობთ, ჩვენი ახალი სერვისი დაგაინტერესებს. 

თუ გსურს, აქუამას შესაძლებლობებში თავად, მის შეძენამდე დარწმუნდე, ისარგებლე ტესტირების სერვისით. ჩვენი წარმომადგენელი აქუამას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს. სერვისი სრულიად უფასოა. 

გვჯერა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ერთი მარტივი ქმედებით იწყება.

ამიტომ, შეგიძლია ახლავე გატესტო მოწყობილობა და დროულად მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება შენთვის, შენი ოჯახისთვის და გარემოსთვის.

ტესტირების სერვისით სარგებლობისთვის, დაგვიკავშირდი ნომერზე — 595 22 77 66 ან შეავსე მარტივი ფორმა

სულმოუთქმელად ველით შენს შთაბეჭდილებებს!