აქუამა ბავშვების უსაფრთხოებისთვის

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ ამიტომ, სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სისუფთავე განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ. 

ჩვილობის პერიოდში, როცა პატარებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ჰიგიენის დაცვა და სწორი დეზინფექცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. ინფექციებისა თუ სახიფათო მიკრობებისგან ბავშვის ორგანიზმის დასაცავად, მშობლებს დღეში რამდენიმეჯერ უწევთ როგორც ბავშვის ოთახის, ისე პირადი ნივთების — საწოვარას, ჭურჭლის, სათამაშოების, თეთრეულისა თუ საწოლის საფუძვლიანი წმენდა და დეზინფექცია. 

დაახლოებით 7-10 თვიდან, როცა ბავშვები ხოხვის ეტაპზე გადადიან, სისუფთავის დაცვა კვლავ ძალიან აქტუალურია. ამ ასაკში, პატარები თავად იწყებენ მოძრაობას და მათი თითოეული ქმედების გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება — მუდმივი შეხება აქვთ იატაკთან, ძირს დაყრილ სათამაშოებთან თუ სხვა ნივთებთან. 

aquama

შედარებით უფროსი ასაკის ბავშვები კი, დღითიდღე უფრო და უფრო ცელქები, აქტიურები ხდებიან და საყვარელ სათამაშოებსაც ყველგან — ჭუჭყსა თუ მტვერში, თან დაატარებენ. 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ბავშვს მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რაც ხშირად, ალერგიულ რეაქციას იწვევს. 

ამავდროულად, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ლაქებიც — მშობლები დაგვეთანხმებიან, რომ ხშირად, ონავარი ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოცვლა საათში ერთხელ უწევთ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბავშვის ნივთების წმენდისა და დეზინფექციის საშუალება განსაკუთრებული სიფრთხილითა და სპეციალური კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ. პროდუქტი, რომელსაც ბავშვის ნივთების დასასუფთავებლად გამოვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს უვნებელი, არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს თუ ზედმეტ მინარევებს, უნდა იყოს ძლიერი ოქსიდანტი, რომელიც ყველა ბაქტერიასა თუ ვირუსს მყისიერად გაუმკლავდება და რა თქმა უნდა — ჰიპოალერგიული, რომ ბავშვს ნებისმიერი სახის გაღიზიანება თავიდან ავარიდოთ. საწმენდი საშუალებების უმრავლესობის გამოყენების შემთხვევაში, ზედაპირებზე რჩება უამრავი ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვის ორგანიზმისთვის — ძალიან საზიანოა.

aquama

მოკლედ რომ ვთქვათ, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის პატარების ნივთების წმენდა და დეზინფექცია, ერთი შეხედვით, დიდი თავსატეხია. 

თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც ჟღერს. დღეს უკვე არსებობს ბავშვის ნივთებისა და ოთახის დასუფთავების იდეალური ალტერნატივა როგორც შენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ისე — შენი დროის დაზოგვისთვის. 

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემას მარტივად მოგიგვარებს შვეიცარიული მოწყობილობა — აქუამა. მოწყობილობის მეშვეობით, დასუფთავებისა და დეზინფექციის მრავალმხრივ ხსნარს მხოლოდ 3 ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით დაამზადებ. მიღებული ხსნარი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის, არც Საღებავებს, კონსერვანტებს, Სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს, ემულგატორებსა და ანტიოქსიდანტებს. მოწყობილობა მარილის წყალხსნარში ელექტრულ დენს ატარებს. შედეგად კი, ანტისეპტიკურ საშუალებას — ატომურ ჟანგბადს წარმოქმნის, რომელსაც არა მხოლოდ ზედაპირული წმენდისა და დეზინფექციის, არამედ, მათეთრებლის ფუნქციაც აქვს და ყველაზე რთულ ლაქებსაც იდეალურად უმკლავდება. მოწყობილობის მეშვეობით დამზადებული ხსნარი ეკოლოგიურად სუფთაა და სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. 

შეგიძლია სრული სიმშვიდით გამოიყენო შენი შვილის საწოვარას, საკვები ბოთლების, სათამაშოების საწმენდად და სადეზინფექციოდ. ასევე, თამამად გამოიყენებ ბავშვის ოთახის ნებისმიერი კუთხის დასასუფთავებლად. განსაკუთრებით გამოგადგება იმ შემთხვევაში, თუ შენს შვილს ოთახის მტვერზე ალერგია აქვს.

ყველაზე კომფორტული კი ისაა, რომ თითოეული ზონისა თუ ნივთისთვის სხვადასხვა საშუალების ძებნა და შეძენა აღარ დაგჭირდება — გამოიყენებ ერთ, მარტივ და პორტატულ მოწყობილობას, რომელიც შენი სახლიდან და შვილის ნივთებიდან ყველა მავნე ბაქტერიასა და ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შიშებს გააქრობს.