მინის საწმენდი

დასუფთავების საშუალებების დიდი ნაწილი უამრავ ტოქსიკურ მინარევს შეიცავს; შემაწუხებელი, მძაფრი სუნი აქვს; ალერგიული რეაქცია ახასიათებს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ჩვენ კი გთავაზობთ უსაფრთხო მინის საწმენდს.  

ხსნარი არის სრულიად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, არც საღებავებს, კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს, ემულგატორებსა თუ ანტიოქსიდანტებს. ასე რომ, დასუფთავების პროცესში, სხვა ალტერნატივებისგან განსხვავებით, ალერგიულ რეაქციას არ გამოიწვევს და თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებს. 

ხსნარი იდეალურია შუშის ზედაპირებისთვის - შეგიძლია გაწმინდო მინის ჭურჭელი, ფანჯრები, სარკეები და შუშის ავეჯი. ასევე, აღსაღნიშნია რომ ხსნარის ხმარება შეგიძლიათ მობილურის, ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანებზე.

გაითვალისწინე — ეკრანების წმენდისას არ შეაფრქვიოთ აქუამას ხსნარი პირდაპირ ზედაპირზე. დაასველეთ რბილი ნაჭერი, გაწმინდეთ ეკრანი და კარგად გაამშრალეთ.

შესანიშნავად უმკლავდება მინაზე დატოვებულ ლაქებს, ანაბეჭდებსა თუ ნადებს, არ ტოვებს ზოლებს და ზედაპირებს განსაკუთრებულად გლუვ ეფექტს ანიჭებს.